
ხელმისაწვდომობა - ელექტრონული პლატფორმა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი პირისთვის,
ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან. ეს გულისხმობს, რომ ყველა ადამიანს, განურჩევლად,
უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გაეცნოს პლატფორმაზე არსებულ ინფორმაციას, თუმცა რიგი ფუნქციები
(პროექტის იდეის განთავსება და კენჭისყრაში მონაწილეობა) შეიძლება შეზღუდული იყოს მომხმარებელთა
კონკრეტული ჯგუფისთვის. პლატფორმა ხელმისაწვდომი უნდა იყოს 24/7 და რაიმე გეოგრაფიული
შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს პლატფორმასთან წვდომის კუთხით. პლატფორმა უნდა იყოს მორგებული
როგორც კომპიუტერზე, ასევე სმარტფონსა და ტაბლეტებზე.
გამჭვირვალობა - პლატფორმაზე პროაქტიულად სრულყოფილად უნდა განთავსდეს ის ინფორმაცია,
რომელიც მნიშნელოვანი და საინტერესო შეიძლება იყოს მომხმარებლებისთვის.