კითხვა - რა არის სამოქალაქო
ბიუჯეტი?
პასუხი - სამოქალაქო ბიუჯეტი არის მუნიციპალური
ბიუჯეტის ის ნაწილი, რომელსაც მოსახლეობა თავად გეგმავს, გამოცხდებული პროირიტეტებიდან
გამომდინარე
კითხვა - როგორ ხორციელდება სამოქალაქო
ბიუჯეტის პროცესი?
პასუხი - სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესი ხორციელდება
რამდენიმე ეტაპად. პირველ რიგში ხდება მოსახლეობისთვის ინფორმაციის გაცნობა იმის შესახებ,
თუ რა თემას ეხება სამოქალაქო ბიუჯეტი და რა თანხაა გამოყოფილი სულ სამოქალაქო ბიუჯეტისთვის.
მეორე ეტაპზე იწყება იდეების კონკურსი, რომელშიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს
შეუძლიათ მერიის მიიერ განსაზღვრულ თემატიკაზე საპროექტო იდეების წარმოდგენა. მესამე
ეტაპზე ხორციელდება საპროექტო იდეების გადარჩევა. მეოთხე ეტაპზე ხდება გადარჩეეულ იდეებისთვის
პროექტის მომზადება, რომელშიც დაგეხმარებიან მერიაში შექმნილი სამოქალაქო ბიუჯეტის
საბჭოს წევრები. მეხუთე ეტაპზე თქვენს მიერ შემუშავებული იდეები განთავსდება პორტალზე
www.idealanchkhuti.gov.ge , სადაც ლანჩხუთის მუნიციპალტეტის (როგორც ქალაქის, ასევე
მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლები) მოსახლეობა ხმას მისცემს მათთვის სასურველ იდეებს.
მეექვსე ეტაპზე დაითვლება კენჭისყრის შედეგები და გამოცხადდება გამარჯვებული პროექტები,
რომლებიც განხორციელდება მომდევნო წელს.
კითხვა - რამდენია წლის
სამოქალაქო ბიუჯეტისთვის გამოყოფილი თანხა?
პასუხი - წლის სამოქალაქო ბიუჯეტისთვის
გათვალისწინებულა 100 000 ლარის ოდნეობის თანხის დაგეგმვა.
კითხვა - რა თემაზეა იდეის შემოტანა
შესაძლებელი?
პასუხი - კონკრეტული წლისთვის მერია პრიორიტეტად
არჩევ განათლებას, კულტურას, სპორტს და ახალგაზრდობას ან სხვა თემას, რომელსაც წინასწარ აცხადებს.. შესაბამისად, იდეის შემოტანა
შეიძლება ნებისმიერ ამ თემაზე.
კითხვა: როდის იწყება იდეების
შემოტანა?
პასუხი: იდეების შემოტანა იწყება XXX ივლისს
როგორ ხდება იდეების შემოტანა?
პასუხი: იდეის შემოსატანად თქვენ უნდა შეავსოთ
ფორმა [ფორმის ატვირთვა თუ იქნება შესაძლებელი, კარგია], მიიტანოთ ის ლანჩხუთის მერიის
კანცელარიაში, ან გააგზავნოთ ელ. ფოსტით: bbbbb@idealanchkhuti.ge
კითხვა: რა კრიტერიუმებით ხდება
იდეების შერჩევა?
პასუხი: იდეების შერჩევის კრიტერიუმებია:
- - პროექტის განხორციელების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება XXX ლარს;
- - საპროექტო განაცხადის იდეა შესაძლებელია განხორციელდეს მუნიციპალიტეტის
უფლებამოსილებათა ფარგლებში;
- - შემოტანილია ლანჩხუთში რეგისტრირებული 16 წელს მიღწეულ პირს მიერ;
- - იდეის განხორციელებით იქმნება საჯარო სიკეთე, რომლითაც სარგებლობა შეეძლება
მთელი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს ;
- - საპროექტო იდეა ჯდება მონაწილეობითი ბიუჯეტის პროცესის თემატურ მოთხოვნებში
- - დაცულია საკრებულოს დადგენილებით და მერის ბრძანებით განსაზღვრული სხვა
პირობები.
- თქვენი იდეა უნდა აკმაყოფილებდეს ყველა კრიტერიუმს
ერთად.
კითხვა: შეიძლება თუ არა, რომ
ერთმა ადამანმა შემოტანოს ერთზე მეტი იდეა?
პასუხი: არა, ერთ ადამიანს მხოლოდ ერთი იდეის
შემოტანის უფლება აქვს.
კითხვა: შეიძლება თუ არა, რომ
იდეის ავტორი იყოს ერთზე მეტი ადამიანი?
პასუხი: დიახ, იდეის შემოტანა შეუძლია ერთ ან
მეტ ადამიანს.
კითხვა: პროექტის მომზადებისას
მივიღებ თუ არა რაიმე დახმარებას?
პასუხი: დიახ, პროექტის სწორად დაწერაში თქვენ
დაგეეხმარებან მერიაში შექმნილი სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს წევრები
კითხვა: კენჭისყრაში მონაწილეობა
როგორ ხდება?
პასუხი: კენჭისყრაში მონაწილეობისთვის თქვენ
უნდა გაიაროთ რეგისტრაცია გვერდზე www.idealanchkhuti.ge , რის შემდეგაც სავალდებულოდ უნდა შეარჩიოთ
თქვენთვის მოსაწონი 3 იდეა.
კითხვა: ვის შეუძლია კენჭისყრაში
მონაწილეობის მიღება?
პასუხი: კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვს
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის (ქალაქ ლანჩხუთსა და მუნციპალიიტეტის სოფლებში) ტერიტორიაზე
რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელსაც კენჭისყრის მომენტისთვის შეუსრულდა 16 წელი.
კითხვა: რატომ არის კენჭისყრაში
მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჭირო?
პასუხი: კენჭისყრაში
მონაწილეობისთვის რეგისტრაცია შესაძლებლობას აძლევს მერიას გადაამოწმოს, ჰქონდა თუ
არა პირს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება (არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული
და 16 წელს მიღწეული პირი)
კითხვა: შეიძლება თუ არა, რომ
ერთზე მეტჯერ მივცე ხმა კენჭისყრისას?
პასუხი: ერთ პირს აქვს მხოლოდ ერთი ხმის უფლება.
თუ ტექნიკურად მოახერხებთ ერთზე მეტჯერ ხმის მიცემას, ჩაითვლება მხოლოდ ბოლო ხმა და
მანამდე განმეორებით მიცემულ ყველა ხმა გაბათილდება.
კითხვა: როგორ გამოვლინდება გამარჯვებული
პროექტი?
პასუხი: კენჭისყრის დასრულების შემდეგ დაითვლება
ხმები და ის პროექტები, რომლებიც დააგროვებენ ყველაზე მეტ ხმას, გამოცხადდებიან გამარჯვებულებად.
კითხვა: რამდენი პროექტი იქნება
გამარჯვებული?
პასუხი: გამარჯვებული პროექტების რაოდენობა
დამოკდებულია თითოეული პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ბიუჯეტზე. მას შემდეგ რაც
გამოვლინდებიან ყველაზე მეტი ხმის მიმღები პროექტები, გამარჯვებულთა გამოვლენა მოხდება
მთლიანი ბიუჯეტის (70 000 ლარის) ამოწურვამდე.
კითხვა: როდის მოხდება გამარჯვებული
პროექტების გამოვლენა?
პასუხი: გამარჯვებული პროექტების გამოვლენა
მოხდება 10 ოქტომბრამდე.
კითხვა: როდის განხორციელდება
გამარჯვებული პროექტები?
პასუხი: გამარჯვებული პროექტები განხორციელდება
2021 წელს.
კითხვა: ვინ განახორციელებს პროექტებს?
პასუხი: პროექტებს განახორციელებენ მერიის მიერ
პროექტის განსახორციელებლად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიები.
კითხვა: თუ დამატებითი შეკითხვა
მაქვს, ვის შემძლია, მივმართო?
პასუხი: დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში,
გთხოვთ, თქვენი კითხვა მოგვწეროთ: xxx@idealanchkhuti.ge