მიმდინარეობს 2023 წლის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის მონაწილეობითი ბიუჯეტირების ელექტრონული კენჭისყრის პროცესი. კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს. გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია შესაძლებელი იყოს ხმის მიმცემი პირების იდენტიფიცირება კომისიის მიერ. ამიტომ ხმის მისაცემად რეგისტრაციის დროს აუცილებელია როგორც სახელის, ასევე გვარის ჩაწერა შესაბამის გრაფაში, რადგან სხვანაირად შეუძლებელი ხდება საცხოვრებელი ადგილის იდეტიფიკაცია და კენჭისყრაში მონაწილის უფლებამოსილების განსაზღვრა. თუ ხმის მიმცემს არ უწერია გვარი, მისი ხმა წაიშლება პიროვნების იდეტიფიცირების შეუძლებლობის გამო.